Samsung-ი გერმანიის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს 814 მლნ დოლარად იყიდის

საქართველო, თბილისი - 10:45 | 15.08.2016
ნანახია: 1269

სამხრეთ კორეული გიგანტის Samsung Group-ის ერთ-ერთი კომპანია გერმანიის ყველაზე მაღალ შენობას Commerzbank Tower-ს ყიდულობს. გარიგების ღირებულება 814 მლნ დოლარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი სადაზღვეო კომპანია Samsung Life-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია Commerzbank Tower-ი გერმანიაში ყველაზე მაღალი შენობაა, რომელიც ბრიტანელი არქიტექტორის ნორმან ფოსტერის მიერაა დაპროექტებული. შენობა 65 სართულიანია და მისი სიმათლე 259 მეტრს შეადგენს. სახურავიანად კი 300 მეტრს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე