აფბა: „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკის საგარეო ვალით მართვის პრაქტიკაზე უარი თქვა
საქართველო, თბილისი - 10:21 | 12.08.2016 ნანახია: 1405ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“, აფასებს ქვეყნის საგარეო ვალის მონაცემებს და მის გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ასოციაციის ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საგარეო ვალის აღების კარდინალურად განსხვავებული პრაქტიკა არსებობს.
„წლების განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის შემოდინება ძირითადად, საგარეო ვალის აღებით იყო დაკომპენსირებული. ეკონომიკური ზრდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს იყო, დიდწილად, სწორედ საგარეო ვალის აღებით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ 2010-2012 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 37%-ით გაიზარდა, როცა 2013-2015 წლებში მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ, მხოლოდ 13 პროცენტი შეადგინა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, 2013-2015 წლებში არსებული საკმაოდ მძიმე ეკონომიკური რეალობა, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული ტენდენციის ანალიზი, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკის საგარეო ვალის ხელოვნურად სტიმულირების ნაცვლად, რეალურად, ჯანსაღი ეკონომიკური პროცესების მეშვეობით ხდება ეკონომიკის განვითარება“, - აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი.
გარდა საგარეო ვალის და ეკონომიკური ზრდის ურთიერთქმედებისა, „აფბას“ ანალიტიკოსი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომელიც საგარეო ვალის, მთლიან შიდა პროდუქტის მხოლოდ ამერიკული დოლარის ფასებში განხილვას უკავშირდება.
„აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების ნაწილი, საგარეო ვალის განხილვის დროს, აპელირებენ იმაზე, რომ საგარეო ვალის წილი, მშპ-ს ამერიკული დოლარის ფასებთან მიმართებაში, პროცენტულად გაზრდილია. თუმცა, საკითხის მხოლოდ ამ ჭრილში განხილვა, ციფრებით მანიპულაციაა და ობიექტური განხილვისგან შორს დგას. რამდენადაც, მთლიანი სახელმწიფო ვალის აშშ დოლარის ფასებში მშპ-სთან მიმართებაში, ზრდა უმთავრესად გაცვლითი კურსის გაუფასურებით იყო გამოწვეული. ამას ამყარებს ისიც, რომ სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც მიმდინარე, ისე მუდმივ ფასებში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, განუხრელად იზრდება. გარდა ამისა, ასევე, მზარდია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (ე.წ. PPP) მიხედვითაც, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს კურსთა შორის სხვაობით გამოწვეულ პროცენტულ ცვლილებას“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა