გიორგი მარგველაშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 13:41 | 11.08.2016
ნანახია: 1338

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
"ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად, გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან, მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ასეთი შვილები, ქმრები და ძმები გაგვიზარდეს “,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე გმირულად დაიღუპა საბრძოლო შეტაკების დროს, სადაც დღეს გმირთა მემორიალია აღმართული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე