Air Berlin-ი ბიზნესკლასს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 11.08.2016
ნანახია: 1295

გერმანული ავიაკომპანია Air Berlin-მა, რომლის უმსხვილესი აქციონერი  Etihad Airways-ია, განვითარების ახალი სტრატეგია წარმოადგინა.

როგორც გამოცემა, Aviation Week-ი წერს, ამიერიდან Air Berlin-ი უფრო მეტ ყურადღებას ბიზნესკლასს დაუთმობს. საუბარია არაა უფრო კომფორტული სავარძლების შეთავაზებაზე, საუბარია კლიენტებისათვის უფრო მეტი სივრცის დათმობაზე და ასევე მომსახურებაში დამატებითი, ახალი სერვისების ჩართვაზე. უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანია ბიზნესკლასის მგზავრებს შესთავაზებს უფასო სასმელს, ცხელის კერძის არჩევანს და დასვენების ზონასთან ხელმისაწვდომობას.

ცვლილებები შეეხება ეკონომ კლასსა, გარკვეული სერვისები, რომელიც ადრე უფასო იყო, ამიერიდან ფასიანი გახდება. საუბარია კვების შეძენაზე, რომელიც აქამდე უფასო იყო, ანუ კვების ფასი ბილეთის ღირებულებაში შედიოდა.

უცხოური მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ Etihad-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა  Air Berlin-მა ჰაბი აეროპორტებიდან რეისები „მოიშოროს“.

ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში Air Berlin-მა თანამშრომლობა გააძლიერა Alitalia-თან, რომელიც ასევე Etihad-ის მფლობელობაშია. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Air Berlin-ისა და Alitalia-ს „მეგობრობა“ ევროპულ ბაზარზე მათ წილს აუცილებლად გაზრდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე