ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია sky bus-მა ფრენები გააუქმა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 10.08.2016
ნანახია: 1247

ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია sky bus-მა ფრენები 5 აგვისტოდან გააუქმა. რეისი გაუქმების მიზეზი მგზავრების ნაკლებობა გახდა. ყაზახური ავიაკომპანია Sky Bus Airlines-ის წარმომადგენლის ატიჯე ტადაევის განცხადებით, რეისის აღდგენა ნაკლებადაა სავარაუდო, რადგან მას დატვირთვა თითქმის არ ჰქონდა.

 "ჩვენმა კომპანიამ თბილისი-ბათუმის რეისების შესრულება ივლისის დასაწყისიდან დავიწყეთ, თუმცა ის წამგებიანი აღმოჩნდა, რეისზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო. დატვირთვის არ ქონის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეუქმებინა აღნიშნული მიმართულება" ,- განაცხადა ავიაკომპანიის წარმოამდეგნელმა საქართველოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე