ბათუმში მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფო შენდება

საქართველო, თბილისი - 15:32 | 10.08.2016
ნანახია: 2311

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გაეცნენ.
უკვე დასრულებულია სამედიცინო დაწესებულების საძირკვლის მოწყობა და პირველი-მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
ტერიტორიაზე ორი 5 სართულიანი და ერთი 4 სართულიანი ბლოკი აშენდება.
ცენტრალური შესასვლელი აბუსერიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კუთხეში მოეწყობა.
სამშენებლო მოედანი ქ. ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქ. 2-ში მდებარეობს. ტერიტორიის ფართი 22107მ2 შეადგენს. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. ეს ციფრი სამომავლოდ 60-მდე გაიზრდება.
სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარით ფინანსდება.
მრავალფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე