თბილისელების 73%-ი ქართული პროდუქტების ხარისხით კმაყოფილია

საქართველო, თბილისი - 14:57 | 10.08.2016
ნანახია: 1229

თბილისელების 73%-ი ქართული პროდუქტების ხარისხით კმაყოფილია, აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია GAMMA ავრცელებს, რომელმაც ადგილობრივი წარმოების პროდუქტების მიმართ, თბილისელების დამოკიდებულება შეისწავლა. კვლევის მიხედვით, დედაქალაქის მცხოვრებთა უმეტესობას ქართული პროდუქტების ხარისხი აკმაყოფილებს.

GAMMA-ში აცხადებენ, რომ აღსანიშნული მაჩვენებელი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარენით 2%-ითაა გაზრდილი.

„მომხმარებელების 47%-ი აკვირდება ფასს და რეკლამა დადებით ზეგავლენას ახდენს მასზე (42%). მთავარ ფაქტორად მაინც რჩება პროდუქტის ხარისხი და შემადგენლობა, მყიდველების 51%-მა განაცხადა რომ მნიშვნელოვანია პროდუქტი იყოს კონსერვანტების გარეშე”, განმარტავენ GAMMA-ში.

ცნობისათვის, კვლევა ივნისში თბილისში ჩატარდა და სულ  გამოიკითხა 600 რესპოდენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე