სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:47 | 10.08.2016
ნანახია: 1277

10 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,560 პროცენტით, მაქსიმალური 6,670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  6,613 პროცენტით განისაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე