ყველაზე არაპუნქტუალური ლოუ ქოსთერი Indonesia AirAsia-ა, ხოლო პუნქტუალური StarFlyer-ი

საქართველო, თბილისი - 13:37 | 10.08.2016
ნანახია: 1213

 

მსოფლიოში ყველაზე არაპუნქტუალურ ლოუ ქოსთერად ავიაკომპანია Indonesia AirAsia დასახელდა. აღნიშნული სტატუსი ავიაკომპანიამ  FlightStats-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიიღო.

ივლისის მონაცემების მიხედვით, ავიაკომპანიის რეისების 53,58 %-ი მინიმუმ 15 წუთის დაგვიანებით განხორციელდა. კომპანიამ პუნქტუალურად განახორციელა რეისების მხოლოდ 46,42%-ი.

ყველაზე არაპუნქტუალურ დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეიტინგში, ივლისის მონაცემებით, მეორე ადგილზეა ესპანური ავიაკომპანია Vueling Airlines-ი, რომლის რეისების 52,78 %-ი დაგვიანებით განხორციელდა, ხოლო 47,22%-ი კი - დროულად.

„შესანიშნავ სამეულში“ მოხვდა თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-იც, რომელმაც დროულად რეისების მხოლოდ 50,40%-ი განახორციელა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ივლისის მონაცემებით, ყველაზე პუნქტუალური ლოუ ქოსთერი იაპონური StarFlyer-ა, რომელმაც რეისების 92,66%-ი ზუსტ დროში განახორციელა. ყველაზე პუნქტუალურების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ბრაზილიური Azul-ი (91,87%), ხოლო მესამეზეSky Airline (89,49%).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე