აჭარა ირანელი ინვესტორების დაინტერესებას შეეცდება

საქართველო, თბილისი - 13:12 | 10.08.2016
ნანახია: 1267

აჭარის მთავრობა რეგიონში ირანული ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქ. ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ჰოსეინ მაშჰადს უკვე შეხვდა და მასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

დაიგეგმა ბიზნეს-ფორუმების გამართვა რეგიონულ ჭრილში. შეხვედრისას საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის კუთხით, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, ირანელი ბიზნესმენების მოზიდვას, ახალი ინოვაციური პროექტების დანერგვას, ერთობლივი საწარმოების დაარსებას. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ირანთან, რომელიც არის დიდი კულტურის და ცივილიზაციის მქონე ქვეყანა. ვფიქრობ, ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც რეგიონულ ჭრილში ჩვენ შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღმავდება და იქნება ნაყოფიერი“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ირანი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ განსაკუთრებით გაზრდილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე