ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად “მაგთისგან”

საქართველო, თბილისი - 15:38 | 09.08.2016
ნანახია: 1239

ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად “მაგთისგან”. კომპანიის ინფორმაციით, „მაგთი“ ინტერნეტ სერვისის გააქტიურების მსურველებს, ასევე არსებულ მომხმარებლებს, რომლებიც არ ფიქსირდებიან ინტერნეტ-მომხმარებლებად მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის შემდეგ, მორიგ აქციას სთავაზობს

აქციის პირობების თანახმად, 20 მბ პაკეტის შეძენა თვეში 19 ლარად იქნება შესაძლებელი, აღნიშნული ტარიფი მომხმარებელს წლის ბოლომდე შეუნარჩუნდება.

აქციის ფარგლებში სერვისის ინსტალაცია უფასოა და ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე რუსთავში, ფოთსა და ზუგდიდში.

აქციის პერიოდში მომხმარებლებს შეუძლიათ TV სერვისის აქტივაცია სტანდარტული „ქართული“ და „ძირითადი“ პაკეტების მიხედვით, რომელთა ინსტალაციის საფასური 30 ლარს შეადგენს.

აქციაში ჩართვა შესაძლებელია 2016 წლის 1 ოქტომბრამდე.

* აქციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს ავტომატურად გაუაქტიურდება იმ დროისთვის არსებული ქვედა პაკეტის ტარიფი.

*აქციის პირობები ვრცელდება 2016 წლის 1 ნოემბრამდე ჩართულ აბონენტებზე

* აქციის პირობებით სარგებლობა შესაძლებელია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე