TFR-მა საქართველოს ბანკი „ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით“ საუკეთესო ბანკად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 09.08.2016
ნანახია: 1167

საქართველოს ბანკმა განაცხადა TFR-ის ჯილდოს, „2016 წლის საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკს TFR–ის ყოველწლიური დაჯილდოვების „2016 Excellence Awards“-ის ფარგლებში გადაეცა.

„აღნიშნული ჯილდო, დასტურია, რომ საქართველოს ბანკი წამყვანი ბანკია, როგორც საბაზრო ასევე ვაჭრობის ხელშეწყობისა და ფინანსირების კუთხით. ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ საქართველოში ბიზნესის განვითარების მიზნით, მის ხელშეწყობასა და დაფინანსებაზე. მუდმივად ვმუშაობთ, ხელი შევუწყოთ მომხმარებელს აქტიურად ისარგებლონ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით. საქართველოს ბანკში არსებული ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები, კვალიფიციური გუნდი, მსოფლიო მასშტაბით პარტნიორ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ჩვენს მომხმარებელებს საშუალებას აძლევს მოლაპარაკებები აწარმოონ უცხოელ პარტნიორებთან“ განაცხადა საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ქავთარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე