ავიაკომპანია "დელტამ" ყველა რეისი გადადო კომპიუტერული სისტემის პრობლემის გამო

საქართველო, თბილისი - 17:55 | 08.08.2016
ნანახია: 1274

აშშ-ის ავიაკომპანია „დელტა ეარ ლაინზ“-მა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, ყველა დაგეგმილი რეისი გადადო კომპიუტერული სისტემის მოშლის გამო. რადიო „თავისუფლება“ იტყობინება, რომ განცხადებით, რომელიც დღეს გაავრცელა კომპანიამ, პრობლემა გამოიწვია ქალაქ ატლანტაში, კომპანიის სათავო ოფისში ელექტროენერგიის გამორთვამ. შედეგად დაყოვნდა რეისები მთელ მსოფლიოში, გამოირთო ეკრანები აეროპორტებში და კომპანიის ვებსაიტებზე, რომლებიც იძლეოდა განახლებულ ინფორმაციას რეისების შესახებ. დაგეგმილი რეისები გადაიდო, ხოლო თვითმფრინავები, რომლებიც უკვე ჰაერშია, გეგმისამებრ ასრულებს რეისებს. ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, საინფორმაციო ტექნოლოგიის სამსახური ინტენსიურად მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. „დელტა“ დღეში 5000-მდე რეისს ასრულებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე