ჰანს გუთმანის სახელობის საავიაციო ტურისტული რალის მონაწილეები ბათუმის აეროპორტის გავლით ჩამოდიან

საქართველო, თბილისი - 14:30 | 08.08.2016
ნანახია: 1338

ჰანს გუთმანის სახელობის საავიაციო ტურისტული რალის მონაწილეებმა საქართველოში, კერძოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებეს ჩამოფრენა.

ამ დროისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ორდუ (გირესონის აეროპოტი, თურქეთი)-ბათუმი-ნატახტარი-თბილისი-ნატახტარი-ბათუმი-ორდუს და ბურსა-ბათუმი-ნატახტარი-ბათუმი-ორდუს საჰაერო ხაზებზე ნებართვები გაიცა 15 პილოტზე (საჰაერო ხომალდები: Cessna 182, Cessna T 303, Cessna 182 T, TB-21 Trinidad, P32R, Flight Design CTLS. T 9 Stiletto, P 2006 T, SR22, PA 32T).

სააგენტოსთვის მოწოდებული ფრენის გეგმების მიხედვით, მფრინავები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ლუქსემბურგიდან და თურქეთიდან საქართველოში 12-13 აგვისტომდე დაჰყოფენ. საავიაციო ტურისტული რალი ლუქსემბურგის საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებამ 5 აგვისტოს, უნგრეთში აიღო სტარტი. საქართველოში რალის ძირითადი დანიშნულების პუნქტი ნატახტარის აეროდრომი იქნება.

ევროპული საავიაციო ტურისტული რალის საქართველოში გამართვის შესაძლებლობის შესწავლა ღონისძიების ორგანიზატორებმა შარშან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან დაიწყეს. ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებზე ჩვენი სპეციალისტების მხრიდან არა ერთხელ იქნა გაწეული კონსულტაციები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე