აჭარაში ღვინის მარშრუტის მიმართულებით გიდების გადამზადება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:54 | 08.08.2016
ნანახია: 1195

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს გიდების გადამზადებას აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. ამჯერად, სააგენტოში ტრენინგები და ინფოტურები 14 უცხოენოვანი გიდისთვის მიმდინარეობს, რომლებიც ქედის ღვინის ტურის მიმართულებით გადამზადდებიან. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყო ინფოტური, რომლის ფარგლებშიც მათ მარშრუტზე არსებული ყველა საოჯახო სახლი, მარანი და ტურისტული ობიექტი მოინახულეს.

ინფოტურის, გარდა გიდებისთვის თეორიული ტრენინგებიც მიმდინარეობს. მათ სწავლებები ღვინის ისტორიის, ღვინის დეგუსტაციის წესებისა და ექსკურსიათმძღოლობისას პრობლემატური საკითხების მოგვარების შესახებ უტარდებათ. ტრენინგებს აჭარაში ცნობილი მეღვინე, სომელიე, გიდი და ისტორიკოსი ატარებენ.

ტრენინგების დასრულების შემდეგ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გადამზადებული გიდების ბაზა ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა და მოხდება მათი პოპულარიზაცია. სააგენტომ უკვე გადაამზადა გიდები მაჭახელასა და სხვა  ტურისტული მარშრუტის მიმართულებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე