Samsung-ის მოქნილი სმარტფონი ბაზარზე მალე არ გამოვა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 08.08.2016
ნანახია: 1190

კო დონგ-ჯინი, Samsung Mobile-ს ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ამ ეტაპზე სამომხმარებლო ბაზარზე მოქნილი სმარტფონის გამოტანა მიზანშეწონილი არ არის, უპირველესად თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ფონზე.

სამხრეთ კორეული კორპორაციის ტოპ-მენეჯერი ამბობს, რომ Samsung-ი აღნიშნულ მიმართულებაზე დიდიხანია მუშაობს და ამ ეტაპზე ბაზრისთვის მხოლოდ კომერციული ვერსიის შეთავაზება შეუძლია.

Samsung-ი სამამომავლოდ დიდი ეკრანის მქონე სმარტფონების წარმოების ზრდას გეგმავს, რადგანაც ასეთ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის  ივნისში Lenovo-მ მოქნილი Android-სმარტფონი Cplus-ი წარმოადგინა, რომლის სამაჯურად ტარებაც შეიძლება. კომპანიამ მომხმარებელს ასევე შესთავაზა მოქნილი პლანშეტი - Folio. ჩინურ კომოპანიაში აცხადებენ, რომ ბაზარზე პროდუქციას მხოლოდ 5 წლის შემდეგ თუ გამოიტანენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე