Apple სექტემბერში AirPods წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 08.08.2016
ნანახია: 1379

 Apple სექტემბერში უსადენო ყურსასმენებს - AirPods- წარმოადგენს. „ჩაკბეჩილი ვაშლი“ აღნიშნულ პროექტს კომპანია Beats-თან თანამშრომლობით ახორციელებენ.

ანალიტიკოსები წერენ, რომ უსადენო ყურსასმენები ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუმცა მასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. მაგალითად ის, რომ უსადენო ყურსასმენები აპარატის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხალგრძლივობას შეამცირებს, ანუ ასეთი ყურსასმენების გამოყენებისას სმარტფონის უფრო სწრაფად გახდება დასატენი და მისი ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის პერიოდი მინიმუმამდე შემცირდება.  

თუმცა Apple ხომ ის კომპანიაა, რომელიც არ უშინდება დაბრკოლებებს და მუდამ სიახლეების ძიებაშია?

იმისათვის, რომ უსადენო ყურსასმენის გამოყენება უფრო მეტი ვადით გახდეს შესაძლებელი Apple-მა Bluetooth-ის ჩიპი შექმნა და ის მინიმალურ ენერგიას საჭიროებს. აღნიშნულის მიღწევა Apple-მა კომპანია Passif Semiconductor-ის დახმარებით მოახერხა, რომელიც 2013 წელს შეიძინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე