"ცხოვრება გრძელდება"- დამატებითი შემოსავლის წყარო პენსიონერებისათვის

საქართველო, თბილისი - 10:20 | 08.08.2016
ნანახია: 1270

"ქართული ოცნების" დაპირება პენსიონერებს. მთავრობა "ცხოვრება გრძელდება”-ს პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გამართავს და გულისხმობს პენსიონერთა დასაქმებას და საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც დაასაქმებენ პენსიონერებს.

 "ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიისა და არც სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელთაც აქვთ ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენონ ის და შესძინონ თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას.  ამ პროგრამას ერქმევა "ცხოვრება გრძელდება" და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე ასევე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და  ფინანსთა სამინისტრო.  დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე