Gem Fes-მა ინვესტორს ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობა „აიძულა“

საქართველო, თბილისი - 18:02 | 06.08.2016
ნანახია: 1919

Gem Fes-მა ინვესტორს ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობა „აიძულა“. როგორც ანაკლიაში ახადგახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო "თეთრი სახლის" მეპატრონე მერაბ ჩხოლარია აცხადებს, სასტუმროს  მშენებლობის სურვილი ფესტივალმა Gem Fes-მა  ჩაუსახა, რომელსაც წელს 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ფესტივალი გახანგრძლივდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.

2015 წლის ზაფხულის შემდეგ, ანაკლიასა და განმუხურში 30-მდე საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია მოხდა, აშენდა 1 ახალი სასტუმრო, ასევე დაიწყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განმუხურში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე