ბათუმში ჯეოსელის ახალი კონცეფციის მაღაზია იხსნება

საქართველო, თბილისი - 17:07 | 04.08.2016
ნანახია: 2939

მობილური ინტერნეტის ამოუწურავი შესაძლებლობები, განსაკუთრებული გარემო, კვალიფიციური ექსპერტები, მრავალფეროვანი შეთავაზებები - ყოველივე ამას “ჯეოსელი” თავს უყრის ერთ სივრცეში და ყველას ეპატიჟება თავად გახდეს მობილური სამყაროს უკანასკნელი მიღწევების თანამონაწილე.
5 აგვისტოს, ბათუმში “ჯეოსელის” ახალი კონცეფციის მაღაზია იხსნება, რომელიც დასავლეთ საქართველოში პირველი იქნება.

“ჯეოსელის“ ინფორმაციით,  ეს სიახლე საშუალებას მისცემს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ჩასულ სტუმრებს სრულიად ახალი ტიპის, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება მიიღონ განსხვავებულ გარემოში.

„მზარდი ტექნოლოგიური ინოვაციების ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელმა მაქსიმალურად აუწყოს ფეხი ინოვაციებს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს მობილური კომუნიკაციის შესაძლებლობები. სწორედ ამ მიზნით შექმნა კომპანიამ ეს კონცეფცია, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში თავმოყრილ მობილური ტელეფონების ფართო სპექტრს საუკეთესო ფასად, ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებებს, მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა ჯგუფს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მომხმარებლის ინტერესებს და ცხოვრების სტილს მოარგონ მრავალფეროვანი შეთავაზებები”, აცხადებენ "ჯეოსელში".

ახალი კონცეფციის მაღაზიებზე მუშაობა კომპანიამ 2013 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე თორმეტი ასეთი სივრცე არსებობს.

აჭარასთან მიმართებაში „ჯეოსელის“ ამ და სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებზე ისაუბრებენ კომპანიის წარმომადგენლები 5 აგვისტოს, სასტუმრო „ჰილტონში”, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კომპანიის ახალი სოციალური პროექტი იქნება „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“ იქნება, რომელსაც კომპანია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე