რამაზ ბოლქვაძე: ბათუმს მალე მაღალი სტანდარტების სტადიონი ექნება

საქართველო, თბილისი - 16:35 | 04.08.2016
ნანახია: 1216

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სტადიონის მშენებლობის ტერიტორია დაათვალიერა. მინისტრს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შპს „სტადიონის“ დირექტორმა გიორგი ზირაქაშვილმა გააცნო.
შპს „სტადიონმა“ სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადა.
ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდება და სატენდერო პირობებთან მისი თავსებადობის შემთხვევაში საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება გაფორმდება.
მომდევნო ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.
„ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელება ახალ ეტაპზე გადავიდა. სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონულ ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ.ჩემთვის როგორც მინისტრისთვის ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და მინდა აღვნიშნო,რომ პროექტის განხორციელების პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
სტადიონის მშენებლობას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება და მე მინდა ვუთხრათ მათ,რომ ქალაქს მალე აუცილებლად ძალიან მაღალი სტანდარტების სტადიონი ექნება“ - განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე