ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადადის

საქართველო, თბილისი - 16:31 | 04.08.2016
ნანახია: 1217

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელებაზე, შპს „სტადიონი“ სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერს აცხადებს.

ტენდერი ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებას გულისხმობს, რომლის სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიონი ლარია. აღნიშნული ტენდერისთვის თანხები აჭარის 2016-2018 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

წინადადებების მიღება 16 აგვისტომდე გრძელდება. სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ კი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდება და სატენდერო პირობებთან მისი თავსებადობის შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება.

 

პროექტის დასრულება ტენდერის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 29 თვეში უნდა მოხდეს.

 

მომდევნო ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება და მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე