ჩერნომორსკიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარული ბორანი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 04.08.2016
ნანახია: 2644

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული საბორნე მიმოსვლა ამოქმედდა. ჩერნომორსკიდან ბათუმის მიმართულებით ბორანი კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათობით და კვირაობით, იმოძრავებს. იმავე დღეებში განხორციელება რეისები ბათუმიდან ჩერნომორსკის მიმართულებითაც. აღნიშნულ მარშრუტზე სულ ორი ბორანი იმუშავებს.

ბილეთის ღირებულება 3 ადგილიან სალონში 1 პერსონაზე 100 დოლარი ღირს, ხოლო 2 ადგილიან სალონში კი ბილეთის ღირებულება (ერთ პერსონაზე) 115 დოლარია.

ბილეთის ღირებულება მოიცავს ასევე 3-ჯერად კვებასაც.

მარშრუტის ხანგრძლივობა 42-50 საათია და ის მთლიანად მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.

იმავდროულად მგზავრს 100 კგ-მდე ბარგის  გადატანა უფასოდ შეუძლია.

ბორნით მსუბუქი ავტომობილის გადაყვანის ტარიფი 300 დოლარია, ჯიპის ტიპის ავტომობილების კი - 350 დოლარი. ბორანის მეშვეობით შინაური ცხოველის გადაყვანის ტარიფი - 30 დოლარია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე