დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის იწყება

საქართველო, თბილისი - 15:31 | 04.08.2016
ნანახია: 1371

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პირველ ფაზას იწყებს.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ მოინახულეს და პროექტის გეგმას გაეცნენ.  

გუდაურის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლისთვისაც   4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, 2016 წლის  ნოემბრის ბოლოს დასრულდება.  სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება.

პროექტი,  სასმელი წყლის გამანაწილებელი ქსელებისა და რეზერვუარის  მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ასევე, მოხდება მომხმარებლების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

დაბა გუდაურში საკურორტო სეზონის დადგომისთანავე  სასმელი წყლის მიწოდება ფერხდებოდა. სამუშაოების  დასრულების შემდეგ,  ადგილობრივი მოსახლეობა და 7000-ზე მეტი ტურისტი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე