ხვალ, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:38 | 03.08.2016
ნანახია: 1693

4  აგვისტოს,  09.10 საათზე, სასტუმრო “Rooms Hotel”-ში  „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ეკონომისტები -  დანი როდრიკი (ჰარვარდის უნივერსიტეტი) და ჩარლზ სეიბელი (ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტი).

ფორუმის მონაწილეებს მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ფორუმს გახსნის საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

ფორუმის ფარგლებში  შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამრეწველო პალატებთან, სტუდენტებთან, საბანკო სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან. დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების საკითხებზე, გაიმართება დისკუსია ბიზნესის წარმომადგენლებთან, საბანკო და აკადემიურ საზოგადოებასთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე