ქართულ ბაზარზე ამერიკული ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’ გამოჩნდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 03.08.2016
ნანახია: 1354

ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’  ახალი ენერგეტიკული სასმელის ,,Rad Rain’’ - ის წარმოება  დაიწყო.

,,ჩვენი მიზანი იყო ენერგეტიკული სასმელების მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მაღალი ხარისხის, სანდო  პროდუქტი მისაღებ ფასად.  მოგეხსენებათ, რომ „ზედაზენმა“  უკვე  შესთავაზა მომხმარებელს  ამერიკული კომპანიის  Royal Crown Cola-ს   გამაგრილებელი სასმელი  RC Cola, რომელმაც  საკმაოდ ღირსეული ადგილი  დაიკავა  ქართულ  ბაზარზე.  სწორედ RC Cola-ს პოპულარობამ და  გაყიდვების  ოდენობამ გვიკარნახა შემდეგი  ნაბიჯები -   ამჯერადაც  გადაწყვეტილება მომხმარებლის  სასარგებლოდ იქნა  მიღებული. კომპანიამ ჩათვალა, რომ    ენერგეტიკული  სასმელის  მომხმარებელი   ნამდვილად იმსახურებდა  ,,Rad Rain’’-ს. სასმელი, რომელიც შეგიწყობთ ხელს მოიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა, მოახდინოთ ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე ან უბრალოდ დაიკმაყოფილოთ წყურვილის გრძნობა.’’ - განაცხადა კომპანია ,,ზედაზენის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ლანა ტატიშვილმა.

,,ეს არის ამერიკული წარმოების, კიდევ ერთი ახალი ენერგეტიკული სასმელი  ,,Rad Rain’’- ი, რომელიც თავისი მაღალი ხარისხის გამო,  ვფიქრობ რომ საკმაოდ კონკურენტული იქნება ქართულ ბაზარზე. მე ვიტყოდი, რომ ეს  არის მაქსიმალურად კომფორტული ბრენდი  მომხმარებლისთვის როგორც   მოცულობით, დიზაინით, შემადგენლობით, ასევე  ფასით.“- განაცხადა ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის“  სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე  ცეზარ  ჩოჩელმა. მისივე  თქმით კომპანია   აგრძელებს მომხმარებლზე  ზრუნვას და უახლოეს  პერიოდში კიდევ ერთ  სიახლეს  შესთავაზებს - ,,ქარხანაში საკმაოდ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის მონტაჟი მიმდინარეობს, ეს არის  ასეპტიკური ხაზი, რომელიც გათვალისწინებულია ნატურალური წვენების წარმოებისთვის’’.

შეგახსენებთ, რომ ,,Rad Rain’’-ი  ცნობილი ამერიკული კომპანიის  Royal Crown Cola-ს  ერთერთი ბრენდია, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის. 2016 წლის მაისიდან  ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანია’’  საქართველოში ,,Rad Rain’’ -ის ოფიციალური მწარმოებელი გახდა.

ახალი ენერგეტიკული სასმელი ,,Rad Rain’’- ი ხელმისაწვდომი იქნება 250 მლ.-იანი ქილის შეფუთვით და მისი სავარაუდო ღირებულება იქნება  1 ლარი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე