flydubai-მ საქართველოს მიმართულებით შესაძლოა ახალი სიხშირეები დაამატოს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 03.08.2016
ნანახია: 1213

ახალი მიმართულებების დამატებაზე საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს ავიაკომპანია flydubai-თან აწარმოებს.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა ვიზიტორების მუდმივი ზრდა ფიქსირდება მეზობელი ქვეყნებიდან:თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
„კარგი ზრდა გვაქვს, რა თქმა უნდა, ირანიდანაც და რამოდენიმე ასეულ პროცენტს შეადგენს ეს ზრდა. ასევე კარგი ზრდაა არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.
ავიაკომპანია flydubai პრაქტიკულად სამჯერ დაფრინავს ყოველდღე და სულ დატვირთულია. ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ჩვენ თავის დროზე არა მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს მივეცით უვიზოდ შემოსვლის უფლება, არამედ იმ ხალხსაც, ვისაც მიღებული აქვს იქ მცხოვრების სტატუსი. ჩვენ ახლა ვსუბრობთ იმაზე, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ flydubai-მ დანარჩენი მიმართულებითაც გაააფართოვოს თავისი გეოგრაფია“, -განაცხადა ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე