Boeing-მა თითქმის მთელი საოპერაციო მოგება დაკარგა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 02.08.2016
ნანახია: 1244

იანვარ-ივნისის მონაცემებით, Boeing Commercial Airplanes-ის საოპერაციო მოგება 97,9 %-ით შემცირდა და 60 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Boeing Commercial Airplanes-ის წარმოადგენს ამერიკული კორპორაცია Boeing-ის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ორიენტირებულია კომერციული თვითმფრინავების წარმოებაზე.

II კვარტლის მონაცემებით, ზარალმა 973 მლნ დოლარი შეადგინა.

ანალიტიკოსების ინფორმაციით, კომპანიის გაუარესებული მაჩვენებელი დაუგეგმავ ხარჯებს და რამდენიმე პროგრამის ჩამოწერას უკავშირდება.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ნახევარი წლის განმავლობაში Boeing Commercial Airplanes-ის შემოსავლები შემცირდა 1,2%-ით და შეადგინა 31,855 მლრდ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 6 თვეში დამკვეთებს 375 ხომალდი მიაწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე