ყველაზე სწრაფი დრონის სიჩქარე 112 კმ/სთ-ა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 02.08.2016
ნანახია: 1941

ყველაზე სწრაფი დრონი შექმნილია. Teal - არის ყველაზე სწრაფი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მასიურად არის ხელმისაწვდომი. ის სამხედრო დანიშნულებით არაა შექმნილი და შესაბამისად დრონი ნებისმერი მსურველისათვის ხელმისაწვდომია.

ახალი, ყველაზე სწრაფი დრონი 112 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

როგორც Teal-ს შემქმნელები აცხადებენ, მას შეუძლია ტრასაზე ავტომობილსაც კი დაეწყოს. დრონი სპეციალური ბატარეის დახმარებით ფუნქციონირებს, რომელიც საფრენ აპარატს 20 წუთის ფრენის საშუალებას აძლევს.

დრონი აღჭურვილია GPS-გადამცემით, რომელიც მას ჰაერში მანიპულირებისა და სწორი გადაადგილების საშუალებას აძლევს.

დრონი აღჭურვილია 13 მეგაპიქსელი კამერით და შეუძლია Ultra HD ვიდეოები გადაიღოს. დრონის მფლობელს მისი ხმის მეშვეობით მართვაც შეუძლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე