Amazon-ის კვარტალური მოგება 800 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 18:10 | 02.08.2016
ნანახია: 1251

II კვარტლის მონაცემებით, ონლაინ რითეილერის, კომპანია Amazon-ის წმინდა მოგებამ  $857 მლნ შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე მაჩვენებლები 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 800 %-ითაა გაზრდილი.

I კვარტლის მონაცემებით, მოგების მხრივ Amazon-მა რეკორდი უკვე დაამყარა. იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის მოგებამ $513 მლნ შეადგინა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანია $57 მილიონიან ზარალზე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე