მაგთიკომმა საკაბელო ინტერნეტისა და IPTV-ის მიწოდება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:48 | 01.08.2016
ნანახია: 1386

1-ელი აგვისტოდან,  „მაგთიკომი“ „კავკასუს ონლაინის“ საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ-ტელევიზიის, ფიქსირებული ტელეფონიის და ჰოსტინგის მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

„მაგთიკომის“ ინფორმაციით, ინტეგრაციის პროცესი უკვე დაიწყო და ის წლის ბოლომდე დასრულდება.

შედეგად კი მომხმარებელი მრავალფეროვან და ინოვაციურ პროდუქტებს მიიღებენ. 

„მაგთიკომი“ საკუთარ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლო შემდეგი სერვისებით: 

-      2 ტიპის ინტერნეტით  - მობილური და საკაბელო;

-      2 ტიპის ტელევიზიით - თანამგზავრული და IPTV;

-      2 ტიპის ფიქსირებული ტელეფონიით - რადიო და საკაბელო;

-      მობილური ტელეფონიით - რომელიც მობილური ტელეკომუნიკაციის განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად, მხოლოდ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ შესაძლებლობა, მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიით - 4.5G LTE Advanced ქსელით ისარგებლონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე