„ბილთმორ თბილისი” უკვე სტუმრების მოლოდინშია
საქართველო, თბილისი - 10:03 | 01.08.2016 ნანახია: 1325140 მილიონი დოლარის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი, უმაღლესი კლასის სასტუმრო თბილისში - „ბილთმორ თბილისის“ გახსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, შეიხს საქართველოსთან თბილი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი დონის სასტუმროს გახსნა, როგორც თბილისისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყოველი ასეთი პროექტის განხორციელებით ჩვენს ქვეყანაში ჩნდება სულ უფრო მეტი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უმაღლესი კლასის სასტუმრო, გამართული ინფრასტრუქტურა, სასიამოვნო გარემო და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ახალი სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისთვის. ყოველი ასეთი პროექტი საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას უწყობს ხელს. ეს ,,დაბი ჯგუფის“ უმსხვილესი ინვესტიცია, თუმცა არა პირველი საქართველოში, მაგრამ ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის კეთებისთვის. სწორედ ამ პოლიტიკის, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია ის, რომ დღეს საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას, ბიზნესისთვის შესანიშნავი გარემოს შექმნისთვის მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა.
„ჩემო ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვაფასებთ, რომ შესანიშნავი ქვეყანა - საქართველო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, ვითარდება იმ პრინციპების შესაბამისად, როგორებიცაა, მიზანდასახულობა, ერთგულება და იმედი. მას მართლაც რომ შესანიშნავი მომავალი აქვს. დღევანდელი საღამო იმ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატორია, რომელსაც ამ შესანიშნავმა სახელმწიფომ მიაღწია. ეს საქართველოს შვილების მიერ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის გაწეული წარმატებული ძალისხმევის შედეგია. ეს არის შესანიშნავი სიახლე ახალი აბრეშუმის გზით დაინტერესებული პირებისა და მათი ქართველი მასპინძლებისთვის, რადგან თბილისი ახალი აბრეშუმის გზის გულში იმყოფება. რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ულამაზეს „ბილთმორის“ სასტუმროში შეაბიჯებენ სტუმრები და მასპინძლები. ეს ადგილი მართლაც ღირსშესანიშნავია - მისი წყალობით საქართველოს უმნიშვნელოვანესი სახელი და ისტორია დაუკავშირდება სიახლესა და ინოვაციას, 21-ე საუკუნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას“, - განაცხადა შეიხმა.
მისი შეფასებით, ახალი სასტუმრო ქართველ ხალხისა და „დაბი ჯგუფის“, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. შეიხმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი და ღირებულება აკავშირებს.
შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანის განცხადებით, „ბილთმორის“ ქსელის პირველი სასტუმრო ლოს-ანჯელესში, ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით კი კინომოყვარულებისთვის, რადგან ის 100-ზე მეტი ფილმის გადაღების ადგილია. შეიხი დარწმუნებულია, რომ კინოს გადაღების ლოკაციის შერჩევისას, ყველა თანამედროვე პროდიუსერი არჩევანს „ბილთმორ თბილისზე“ შეაჩერებს.
„ვის შეუძლია, გაუძლოს საქართველოსა და „ბილთმორის“ ცდუნებას. ჩვენც კი, არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებს, არ შეგვიძლია, გავუძლოთ იმ შთამბეჭდავი გარემოს ცდუნებას, რომელიც აქ სუფევს და ამ ქვეყანას ყველა სხვა სახელმწიფოსგან განასხვავებს. ეს გარემო ამ საღამოსაც თვალშისაცემია - საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის შემდეგ, სწორედ ამ განწყობამ აქცია თბილისი ამ შესანიშნავი სასტუმროსთვის იდეალურ ადგილად. საქართველო, ისევე როგორ მისი დედაქალაქი, უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ადგილია - ეს იდეალური ადგილია ბიზნესის წარმოებისა და სამყაროს შესაცნობად“, - განაცხადა შეიხმა.
მისი შეფასებით, საქართველომ დაიმსახურა მოგზაურთათვის სასურველი დანიშნულების ადგილის რეპუტაცია, ვინაიდან, ქვეყანაში ყოფნის მანძილზე, სტუმრებს შეუძლიათ, დატკბნენ სტუმართმოყვარეობით.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ბრძნული მმართველობის შედეგად, საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ტოლერანტული, ღია და სტუმართმოყვარე ქვეყანა, იგი იქცა ქვეყნად, რომელიც მზადაა, თვალი გაუსწოროს რეალობას და მომზადებული შეხვდეს გლობალურ გამოწვევებს. დიდი და სწრაფად განვითარებადი ისტორიის მქონე საქართველო კიდევ უფრო ბევრ სტუმარს გაუწევს მასპინძლობას. ჩვენ, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, მსგავსი ფენომენის მოწმენი გავხდით - ჩვენი პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ხალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ბრძნული ხელმძღვანელობის შედეგად, ჩვენს ტრადიციულ არაბულ კულტურას არათუ საფრთხე არ შექმნია, არამედ გაძლიერდა კიდეც სხვადასხვა კულტურებთან ინტერაქციის შედეგად. ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი კულტურის საუკეთესო მხარე მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა. თანამედროვე მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში საქართველოს მზარდი როლის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ „ბილთმორ თბილისი“ წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის სასტუმროს, სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს - მისი სახელი საუკეთესოსთან ასოცირდება. სასტუმრო ათასობით სტუმარს უმასპინძლებს, იქცევა ეროვნული მემკვიდრეობის მიმართ სიამაყით გამსჭვალულ ქართველთა სოციალურ ცენტრად. კულტურათა ამგვარი ერთობა გააძლიერებს ქვეყანას და ხელს შეუწყობს აბრეშუმის ახალი გზის განვითარებას“,- განაცხადა შეიხმა.
მან, გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა სახელით, თანამშრომლობისა და პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სიამაყის საფუძველს აძლევს.
„განსაკუთრებით მადლიერი ვარ ამ პროექტის მანძილზე გამოჩენილი კოოპერატიული თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის - მეგობრობის მნიშვნელობას პირველად შოთა რუსთაველის მიერ 800 წლის წინ გაესვა ხაზი. დიდ მადლობას გიხდით მეგობრობისთვის - „დაბი ჯგუფი“ აფასებს ამ მეგობრობას. პირობას ვაძლევ საქართველოს მთავრობასა და ქართველებს, რომ ეს სასტუმრო იქნება წარმატებული საერთაშორისო ინვესტიციის მაგალითი და საქართველოს ეკონომიკას დიდ სამსახურს გაუწევს“, - აღნიშნა შეიხმა.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა სასტუმრო და შენობაში განთავსებული „ტერაბანკის“ ფილიალი დაათვალიერეს, რომელიც ასევე „დაბი ჯგუფის“ ინვესტიციაა. უმაღლესი კლასის სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა გალა კონცერტი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე სასტუმროს ფასადზე პროექცირებული იყო 3D შოუ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
„ბილთმორი“ ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნა. „ბილთმორ თბილისს“ 216 მაღალი კლასის ნომერი აქვს.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა