ალექსიძე: იმედი გავქვს, რომ ასეთი პროექტები განხორციელდება საქართველოს სხვა აეროპორტებშიც
საქართველო, თბილისი - 18:10 | 30.07.2016 ნანახია: 1303თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იაპონური მხარის დახმარებით შექმნილი მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა ამუშავდა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე აეროპორტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს ეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ქეთი ალექსიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, კომპანია „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) საქართველოს მთავრობას პროექტისთვის „მზის ენერგიის სისტემით სუფთა ენერგიის გამომუშავება“ 480 000 000 იენის (დაახლ. 4 500 000 აშშ დოლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეირჩა.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, იაპონური მხარის დახმარებით, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლის მეშვეობითაც მოხდება ელექტროენერგიის გამომუშავება ტერმინალის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ მივესალმებით ამ ძალიან კარგ წამოწყებას და იმედი გავქვს, რომ ასეთი პროექტები განხორციელდება საქართველოს სხვა აეროპორტებშიც“ - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ.
პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. დამონტაჟდა მზის ენერგიის გამომუშავების სისტემა. აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული სისტემის საშუალო სიმძლავრე ს 316 კვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავებული ენერგია - 337 000 კვტ/სთ, განთავსების ტერიტორია დაახლ 4,100 კვ.მ; CO2-ის ემისიის შემცირება ყოველწლიურად - 187.0 ტ.
სამშენებლო სამუშაოები იაპონურმა კომპანია “Itochu Corporation”-მ, მისი ქართული და იაპონური ქვეკონტრაქტორების -Fuji Furukawa Engineering & Construction Co.Ltd. და შპს „გრუსიას“ მეშვეობით განახორციელა. სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა იაპონური კომპანია „Oriental Consulting”. პროექტი უახლესი იაპონური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა..
გამომუშავებული ელექტროენერგია აეროპორტის ტერმინალების განათებას მოხმარდება.
გარდა ამისა, გრანტის ფარგლებში, იაპონელი სპეციალისტების მიერ მართვასა და ოპერირებაში აეროპორტისა და ილიას უნივერსიტეტის თანამშრომელები გადამზადდნენ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
პროექტი მიზნად ისახავს სუფთა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და განვითარებას საქართველოში. მისი დანერვის შედეგად შემცირდება C02-ის ყოველწლიური ემისია. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, რაც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს საფრთხეების რისკების შემცირებას ეკონომიკისა და ბუნებრივ ეკოსისტემაში.
იაპონური მხარის დახმარებით დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით მოხდება ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავება, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, სისტემის მარტივი ოპერირება და მართვა, უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება ექსტრემალურ პირობებში და ელექტროენერგიის გამომუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვა.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა