მზის ელექტროენერგიის პანელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

საქართველო, თბილისი - 18:06 | 30.07.2016
ნანახია: 1630

კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიმზის ენერგიის ნაწილობრივ მოხმარებას იწყებს. აღნიშნული პროექტი საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვას ითვალისწინებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი,7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. იაპონიის მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტავ ჯორჯიასა და აეროპორტების გაერთიანებისთანამშრომლობით განხორციელდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვის პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერი, იაპონიის ელჩისაქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა დატავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კავკასიის რეგიონში პირველ „მწვანე აეროპორტად“ დასახელდა, რაც ადასტურებს, იმას რომ უკვე წლებია „ტავჯორჯია“ საქართველოში გარემოს დაცვის სტანდარტების შესაბამისად წარმართავს საქმიანობას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე