"Statoil"-ის სუფთა ზარალმა 302 მლნ დოლარს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 16:55 | 30.07.2016
ნანახია: 1311

ნორვეგიული ნავთობკომპანია "Statoil"-ის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის II კვარტლის შედეგებით კომპანიაში დაფიქსირდა სუფთა ზარალი 302 მლნ დოლარის ოდენობით 2015 წლის ანალოგიური პერიოდის 866 მლნ დოლარის სუფთა მოგებასთან შედარებით.

კომპანიის შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში შემცირდა 37%-ით 10,8 მლრდ დოლარამდე. 2016 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში Statoil-ის სუფთა მოგებამ შეადგინა 309 მლნ დოლარი, 2015 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 3,7 მლრდ დოლარის ზარალი.

შემოსავალი წლის პირველ ნახევარში შემცირდა 32%-ით 21,2 მლრდ დოლარამდე.

ნორვეგიული ნავთობისა და გაზის კომპანიის სუფთა ოპერაციული მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 3,6 მლრდ დოლარიდან 180 მლნ დოლარამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე