პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 19:07 | 29.07.2016
ნანახია: 1197

ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, ჩინური ინვესტიციების ამჟამინდელი სტატუსი, შემოსვლის პროცესი და მისი გაზრდის ალბათობაეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა ისაუბრეს.

მაია მელიქიძის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანამ გააქტიუროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მიღწევაზე მუშაობა ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

პრეზიდენტის მრჩეველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. მაია მელიქიძე ქართული პროდუქტით იმპორტირებული საქონლის ჩაანაცვლების საჭიროებას ხედავს, რაც ქვეყანაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

ერთსულოვანია პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ინვესტორთა საბჭო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესდავების გადაწყვეტილების პროცესის გაჭიანურებას, მოსამართლეთა კომპეტენციას და ადმინისტრირებას უკავშირდება.

მაია მელიქიძის განცხადებითინვესტორთა საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის იგეგმება სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა კონკრეტული სექტორების განვითარების მიზნით კონკრეტული ხასიათის ქმედებები განხორციელდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე