ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მომხმარებელს ახალი ტიპის სერვისებს შესთავაზებს

საქართველო, თბილისი - 11:25 | 29.07.2016
ნანახია: 1316

 

სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო 29 ივლისიდან მომხმარებელს ახალი ტიპის სერვისებს და დაჩქარებული მომსახურების სისტემას შესთავაზებს.

 ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს სსიპ-ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს განახლებული მომსახურებით, კერძოდ მოქალაქეები შეძლებენ სატრანსპორტო საშუალებების, უძრავი ქონების და სხვადსხვა პროდუქციის რადიოლოგიურ შემოწმებას.

 ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საქმიანობის განმახორციელებელი პირები კი შეძლებენ დაჩქარებულ ვადებში მიიღონ შესაბამისი ლიცენზია და ნებართვა, ასევე განახორციელონ ცვლილებები უკვე მოქმედ სალიცენზიო თუ სანებართვო პირობებში.

 დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სამი, ათი ან ოცი დღის ვადაში მიიღონ მათთვის სასურველი მომსახურება. აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული წესით მომსახურებით სარგებლობისთვის განმცხადებელს შეეძლება ისარგებლოს ონლაინ გადახდის სისტემით და ოფისიდან/სახლიდან გაუსვლელად განახორციელოს თანხის გადახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე