Ryanair-მა ერთ-ერთ საკუთარ თვითმფრინავს ქრიშტიანუ რონალდუს სახელი უწოდა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 29.07.2016
ნანახია: 1185

მორიგი აღიარება ქრიშტიანუ რონალდუს. ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა ერთ-ერთ საკუთარ თვითმფრინავს პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის, Real Madrid-ის თავდამსხმელის ქრიშტიანუ რონალდუს სახელი უწოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Real Madrid-მა Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.

შესაბამისად Ryanair-ს ერთ-ერთ თვითმფრინავს უკვე „რონალდუ“ ქვია.

ამ ნაბიჯით ავიაკომპანიამ 31 წლის ფეხბურთელს მადეირაში აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭება მიულოცა და თავადაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე