უნგრეთი საქართველოს წყალმომარაგების პროექტებით დაინტერესდა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 28.07.2016
ნანახია: 1161

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს და  უნგრეთის ელჩს საქართველოში შანდორ საბოს  შეხვდა.

ნოდარ ჯავახიშვილმა  სტუმრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე და სამომავლოინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეებმა შეხვედრაზე,ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს ბაზრით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ უნგრული კომპანიები  ნელ-ნელა ფეხს იკიდებენ ქართულ ბაზარზე და მზად არიან ინვესტიციების გასახორციელებლად. სტუმრები  განსაკუთრებით  წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული და დაგეგმილი ტენდერებით დაინტერესდნენ.

 მხარეებმა ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე