მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე გამოიკითხება

საქართველო, თბილისი - 11:57 | 28.07.2016
ნანახია: 1124

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და მერაბ ტურავა გამოიკითხება.

პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ,გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე.

მთავარ პროკურატურაში გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი გამოკითხა. 

ამასთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გიორგი პაპუაშვილმაც განაცხადა, რომ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უახლოეს დღეებში შეხვდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე