ზურაბ პატარაძე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 27.07.2016
ნანახია: 1308

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. გაცნობითი ხასითიას შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე - თამაზ შავაძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეები: ჯუმბერ ტუღუში, თამაზ თურმანიძე და ასლან ლორთქიფანიძე, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე - მაყვალა კვირიკაძე და აჭარის მეთევზეობისა და აკვაკულტურის ასოციაციის თავმჯდომარე - სოფო დიასამიძე. 

თავმჯდომარე გაეცნო ადგილობრივი სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობას. საუბარი შეეხო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გასულ წლებში შესრულებულ სამუშაოებსა და მიმდინარე წლის გეგმებს, ეკონომიკის ახალი საინიციატივო პროექტების მოზიდვას. განხილულ იქნა გარკვეული პრობლემები და მათი გადაჭრის რეალური გზები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე