DCFTA-ს მიხედვით, საქართველო ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის ეფექტური სისტემის შეიმუშავებს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 27.07.2016
ნანახია: 1189

TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქპატენტის ორგანიზებით,  გაიმართა  ერთდღიანი სამუშაო შეხვედრა  „ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  საჯარო  სამსახურებისა და  კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც  გაეცნენ  ევროკავშირის   კანონმდებლობას, მიდგომებსა და გამოცდილებას „ინტერნეტ სერვის პროვაიდერების პასუხისმგებლობის შესახებ“. შეხვედრაზე განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული დარღვევები და საავტორო უფლებების აღსრულების სამართლებრივი ინსტუმენტები. პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელეს ინტერნეტ მეკობრეობასთან მრძოლის მექანიზმებსა და ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობაზე.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ უნგრეთის საავტორო უფლებების საბჭოსა და საქპატენტის ხელმძღვანელები, ასევე, დანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყების წარმომადგენლები.

ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის ეფექტური სისტემის შემუშავება საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე