Amazon-ი დიდ ბრიტანეთში ტვირთებს დრონების დახმარებით გადაზიდავს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 27.07.2016
ნანახია: 1311

ინტერნეტ-რითეილერმა, კომპანია Amazon-მა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან დრონების დახმარებით ტვირთების გადაზიდვაზე ნებართვა მიიღო. როგორც Amazon-ში განმარტავენ, CAA-მ ამერიკულ კომპანიაზე შესაბამისი ნებართვა უკვე გასცა და Amazon-ი დრონების მეშვეობით ტვირთების გადაზიდვას და ადრესატამდე მიტანას ძირითადად სოფლებსა და მთიან რეგიონებში გეგმავს.

დრონებს დაუმაგრდებათ ასევე სპეციალური გადამცემები, რათა უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკეთ ადაპტირება შეძლონ და მათი შეჯახება არ მოხდეს.

ასევე კომპანია აპირებს გამოსცადოს, შეძლებს კი ადამიანი მაღალ სიმაღლეებზე დრონის გამოყენებას. ეს კი Amazon-სა და ბრიტანეთის მთავრობას დაეხმარება იმაში გაარკვიონ თუ როგორ უნდა მოხდეს დრონების უსაფრთხოდ მოხმარება ლოჯისტიკურ რეგიონებში. ასევე მთავრობას  დაეხმარება გარკვეული წესებისა და ნორმების შემუშავებაშიც, რაც საბოლოო ჯამში სამომავლოდ იპოლოტო საფრენი საშუალებების ინდუსტრიას განვითარებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ნოემბერში Amazon-მა საკუთარი უპილოტო საფრენი საშუალება წარმოადგინა, რითაც სამომავლოდ ტვირთების ადრესატამდე მიტანას საშუალოდ 30 წუთში გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე