ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 2017 წლის I კვარტალში დასრულდება

საქართველო, თბილისი - 12:15 | 27.07.2016
ნანახია: 1466

ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია ანგისის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს ერთობლივი საწარმო „ლუდვიგ ფაიფერ, ფაიფერ ლაიფციგი“ ახორციელებს.
კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის, რომელიც 2016 წლის II კვარტალში დაიწყო და 2017 წლის I კვარტალში დასრულდება, 1 მილიონ 600 ათასი ევროა გამოყოფილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე