Eurovision 2017-ის გამართვის ადგილი ჯერჯერობით უცნობია

საქართველო, თბილისი - 11:18 | 27.07.2016
ნანახია: 1198

Eurovision 2017-ის ბედი კვლავ გაურკვეველია. უკრაინის მთავრობამ ჯერაც არ იცის სად უმასპინძლოს 2017 წლის მთავარ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელიც ქვეყანაში მომღერალ ჯამალას დახმარებით „შევიდა“.

ღონისძიების მასპინძლობისთვის უკრაინა ორ ლოკაციას განიხილავს, ერთია სპორტის სასახლე და მეორე საერთაშორისო გამოფენების ცენტრი.

როგორც უკრაინული მედია წერს, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ შერჩეული ლოკაციების შესახებ ინფორმაცია Eurovision-ის წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა. აღნიშნულ შეხვედრაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს, როგორიცაა უსაფრთხოება, განთავსების ადგილები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სხვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე