დიმიტრი ქუმსიშვილი: შანხაის ტექნოპარკის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველო, თბილისი - 16:22 | 26.07.2016
ნანახია: 1185

ჩინეთში ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის მაღალი ტექნოლოგიების პარკს ეწვია. აღნიშნული პარკი 1992 წელს დაფუძნდა და ჩინეთის ერთ-ერთ პირველ ტექნოლოგიურ პარკად მიიჩნევა. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ პარკში  ტექნოლოგიური სიახლეები დაათვალიერა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ინოვაციური განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და „ეს  არის  120  კვადრატულ კილომეტრზე განთავსებული უდიდესი ტექნოპარკი, სადაც განვითარებულია პრაქტიკულად ყველა მიმართულება - ფინანსური ცენტრიდან დაწყებული ფარმაცევტიკით დასრულებული. ჩვენ ვეცნობით მათ საუკეთესო გამოცდილებას და ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე