საცხოვრებელი ფართის გაქირავება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება

საქართველო, თბილისი - 14:49 | 26.07.2016
ნანახია: 1223

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის გაქირავება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. 

„თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართს საცხოვრებელი მიზნით აქირავებს იურიდიულ პირს, ორგანიზაციას, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად 20 პროცენტისა. შეღავათი მოქმედებს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან.

თუ ფიზიკური პირი საცხოვრებელ ფართობს აქირავებს ფიზიკურ პირს, მიღებული შემოსავალი იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5% -იანი განაკვეთით, ნაცვლად მანამდე არსებული 20%-იანი განაკვეთისა. შეღავათი ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს 2015 წლის 1-ლი იანვრიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ფიზიკური პირებისთვის საგადახადო ტვირთის შემსუბუქებას, ხოლო მეორე მხრივ, უფრო მიმზიდველს გახდის უძრავი ქონების ბაზარსა და სამშენებლო სექტორს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე