ახალ საკურორტო სეზონს ბეშუმი ახალი წყალმომარაგების სიტემით ხვდება
საქართველო, თბილისი - 14:41 | 26.07.2016 ნანახია: 1680ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასმულ პრობლემურ საკითხებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი - კურორტ ბეშუმის სასმელი წყლით მომარაგება და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იყო. ზურაბ პატარაძე ხულოს მკვიდრთ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას დაპირდა. კურორტის სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს საკითხის შესწავლისა და რეაგირების დავალება მისცა.
კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცის სამუშაოების განსახორციელებლად შპს ,,B&B" -სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა. სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოების 90 % შესრულებულია. 20 ივლისს კურორტის აღნიშნულ ნაწილში წყლის სატესტო რეჟიმში გაშვება მოხდა, რის შემდეგაც დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამ დროისათვის უკვე გამოსწორებულია. სამუშაოების წარმოება გრძელდება დამატებით ორ უბანზე, სადაც ერთგან სასმელი წყლის მიწოდება ორ დღეში იქნება შესაძლებელი, მეორე უბანზე კი 5 დღეში. ასევე დაგეგმილია საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც.
რაც შეეხება კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სამუშაოებს აქ შპს „TUSKI GEOLOGY GROUP"-ი ახორციელებს. სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპილატიტეს ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი. შესრულებულია სამუშაოების 60 %. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 500 მეტრი სიგრძის კანალიზაციის მილისა და 40 ერთეული საკანალიზაციო ჭის მოწყობის სამუშაოები.
კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წლის სხვა პერიოდში ვერ ხერხდება, გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და კურორტის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და ჰპირდება, რომ სამუშაოები სრულად რამდენიმე დღეში დასრულდება.
პოლიტიკა
- რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა
- დავით კირთაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
საზოგადოება
- "შენ ხარ შავი ლაქა" | ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
სამართალი
- საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამი დემონსტრანტი დააკავა
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა