Brexit-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროპაში ვიზიტებს მოუხშირა

საქართველო, თბილისი - 12:47 | 26.07.2016
ნანახია: 1386

Brexit-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროპაში ვიზიტებს მოუხშირა. როგორც უცხოური პრესა eDreams-ზე დაყრდნობით წერს, რეფერენდუმის შემდეგ ევროკავშირში ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა 20 %-ით გაიზარდა.

eDreams-ის ინფორმაციით, გასული წლის მაჩვემნებელთან შედარებით პორტალზე ტურების ჯავშნის მაჩვენებელი 19 %-ითაა გაზრდილი. თუმცა ეს იმ ფონზე როდესაც ივნისში ავიაბილეთებზე მოთხოვნა 14 %-ით დაეცა.

eDreams-ის ინფორმაციით, ბოლო წუთში დაჯავშნილი ტურების მაჩვენებელი, მთლიან ჯავშანში, 54 %-ია.

Brexit-ის შემდეგ ბრიტანელებისათვის ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა: ამსტერდამი, პარიზი, ბელფასი, მალაგა, ბარსელონა და ედინბურგი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე