საქართველოს კომუნიკაციების დარგში მრჩეველი ხოსე მანუელ ბასატი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 13:32 | 25.07.2016
ნანახია: 1252

25 ივლისს მსოფლიო ბანკის 40 მილიონიანი პროექტ GENIE-ის (საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ) ფარგლებში საქართველოს ხოსე მანუელ ბასატი ეწვევა, რომელიც კომუნიკაციების დარგში არის მრჩეველი მართვის (Leadership), განათლებისა და ინოვაციების. GENIE-ს  პროექტის ერთერთი ნაწილი ინოვაციების კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაა. აღნიშნულ საკითხებზე ხოსე მანუელ ბასატი ქართულ მხარეს განვითარების სწორი კურსის არჩევაში დაეხმარება, აღწერს ზოგად ფონს და გაუწევს რეკომენდაციებს ინოვაციებისა და განათლების მიმართულებით.

პროექტს GENIE-ს (საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს.

პროექტის სწორედ განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა მოხდეს პროცესების წარმატებით წარმართვა. საქართველოს აღნიშნული საკითხების კოორდინაციასა და განხორციელებაში  კომუნიკაციების საკითხში მრჩეველი ხოსე მანუელ ბასატი დაეხმარება, რომლის ვიზიტი საქართველოში 25-დან  28 ივლისამდეა დაგეგმილი.

ხოსე მანუელ ბასატი დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში სხვდასხვა კერძო და საჯარო, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. მასთან პირისპირ შეხვედრის საშუალება ქართულ სტარტაპებსაც ექნებათ, რომლებასც შეეძლებათ გაიზიარონ პროფესიონალის გამოცდილება და მიიღონ მნიშვნელოვანი რჩევები. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დამწყებ ბიზნესმენებს მუდმივად სთავაზობს მსგავსი ტიპის შეხვედრებს, ტრენინგებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, რაც მათ საშუალებას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა.

GENIE-ს პროექტი წარმოადგენს „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის ახალ ეტაპს რომლის განმავლობაში ადგილი ექნება ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას, ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების საშუალებით. განხორციელდება ინვესტიცია სხვადასხვა ღონისძიებებში ინოვაციური პოტენციალისა და დაფინანსებასთან წვდომის ასამაღლებლად.   

პროექტის განმახორციელებლების მიზანი დიდ ქალაქებს მიღმა მცხოვრები ინოვატორების და ფირმების დაკავშირება იქნება გლობალური ვაჭრობისა და ცოდნის ქსელებთან. პროექტის ფარგლებში კიდევ იგეგმება სხვადასხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე